Tuesday, November 19, 2013

 გაკვეთილის  თემა
პირველყოფილი    სამყარო
სწავლების საფეხური
საბაზო,მე-7 კლასი
მიზანი / შედეგი
მოსწავლეს  შეუძლია  დააკავშიროს ფაქტები  და მოვლენები  შესაბამის  ისტორიულ  ეპოქებთან.       ახსნას  რა გავლენას  ახდენს   ბუნებრივი   პირობები   დასახლების  ტიპებზე,   საზოგადოების  ტრადიციებსა  და   მეურნეობის  განვითარებაზე.   მოსწავლემ  შეძლოს  ეკონომიკური  ფაქტორის  მნიშვნელობის  გააზრება.
განსავითარებელი   უნარები
დროსა და  სივრცეში  ორიენტაცია.   პრობლემის გააზრება და   სხვადასხვა საკითხებს  შორის  კავშირის  დადგენა.  შემოქმედებითი უნარი.  კომუნიკაცია.
გაკვეთილის  მსვლელობა
გონებრივი  იერიში-მასწავლებელი  დაფაზე  წერს კითხვას  როგორ  ცხოვრობდნენ  უძველესი  ადამიანები?  დაფაზე  იწერება  მოსწავლეთა მოსაზრებები.  მასწ.  მოსწ.   სთხოვს  გაეცნონ  ტექსტს  და  შეასრულონ   დავალებები.შემდეგ  მოსწავლეები  წერენ   თემას  „  პირველყოფილი  სამყარო“.. მოსწავლეები  კითხულობენ  თემებს  კლასში.
გაკვეთილის  შეჯამება
მასწავლებელი სვამს   მთავარ  კითხვას „  როგორ  ცხოვრობდნენ  უძველესი ადამიანები?“  და  მოკლე   პასუხს  სთხოვს  მოსწავლეებს.
საშინაო  დავალება
მოიძიონ   ინფორმაცია   დედამიწის   სხვადასხვა   კუთხეში  მცხოვრები   შემგროვებელ-  მონადირე  ტომების   ყოფის,  ტრადიციების  შესახებ და  შეადარონ  ერთმანეთს.
საგანმანათლებლო  რესურსი
დაფა, ცარცი, საწერი კალამი, რვეული, წიგნი.

კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლეს  შეუძლია  დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან
ვერ  დაასახელა ფაქტები
ვერ შეძლო დაკავშირება ისტორიული ეპოების
მსწავლემ დაასახელა ფაქტები, მაგრამ ეფოქებთან ვერ დააკავშირა
მოსწავლემ დაასახელა ფაქტები, მოვლენები და დაუკავშირა ისტორიულ მოვლენებს
 მოსწავლემ გაიაზრა და მოახდინა კავშირის დადგენა
მოსწავლემ ახსნას რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე
ვერ დაასახელა ბუნებრივი პირობები
ვერ შეძლო დაესახელებინა დასახლების ტიპები
მოსწავლემ ვერ  დაასახელა საზოგადოების ტრადიციები
მოსწავლემ დაასახელა ბუნებრივი პირობები, მეურნეობის დარგები
მოსწავლემ  გაიაზროს რა გავლენას ახდენს ბუნება დასახლების ტიპებზე და მეურნეობის განვითარებაზე
მოსწავლეს შეუძლია ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება
ვერ შეძლო დასახელება ფაქტორების
მოსწავლემ ვერ  გაიაზრა რა არის ეკონომიკა
 მოსწავლემ ვერ გაიაზრა ეკონომიკური ფაქტორები
მოსწავლემ ისაუბრა  ეკონომიკის მნიშვნელობაზე 
 მოსწავლემ შეძლოს ეკონომიკური ფაქტორის გააზრება